რუსთავში სასწრაფოს ეკიპაჟი და სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, – “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს პაციენტთან მიმავალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახნენ.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.