კატეგორია: შემთხვევა

გურჯაანში სკოლაში მიმავალ 8 წლის ბავშვს მიკროავტობუსი დაეჯახა 

გურჯაანში ავარიის შედეგად 8 წლის გოგონა დაშავდა, რომლის მდგომარეობა მძიემა. შემთხვევა გურჯაანის ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა. 8 წლის გოგონას მიკროავტობუსი მაშინ დაეჯახა, როცა ის სკოლაში მიდიოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული მოზარდი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ მშობლებმა გადაიყვანეს. სამედიცინო შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ გოგონას თავის ქალის დახურული ტრავმები აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმების გადაწყვეტილებით, დაშავებული კატასტროფის სამედიცინო ბრიგადას, […]

ფსიქიატრიულიდან 29 წლის პაციენტი გადახტა

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან პაციენტი გადახტა. 29 წლის კაცის მგდომარეობა მძიმეა, ის კლინიკაშია გადაყვანილი. “მთვარი არხის” ინფრომაციით, ახალგაზრდა კაცი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გვიან საღამოს შეიყვანეს, ის მესამე სართულის პალატაში იყო მოთავსებული. არსებული ცნობით, მას გაქცევის მცდელობაც ჰქონდა, მას შემდეგ კი რაც ოთახში მარტო დარჩა გადახტა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. ქავთარაძის ქუჩაზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციელები და […]

კახეთში ავტომანქანა ხევში გადავარდა, არის მსხვერპლი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში – გარდაიცვალა კაცი. შემთხვევა სოფელ სარუსოსთან მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად, ერთი მგზავრი გარდაიცვალა, ორი დაშავდა. ექიმების შეფასებით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

თბილისში ორი წლის ბავშვი პიტბულმა დაგლიჯა

რამდენიმე წუთის წინ, თბილისში ორი წლის ბავშვი პიტბულმა დაგლიჯა. ბავშვი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება. ძაღლი, რომელიც მოულოდნელად აგრესიული გახდა, ბავშვის ოჯახს ეკუთვნის.

ზუგდიდში 2 ადამიანი სოკოთი მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა

ზუგდიდში ინტოქსიკაციის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილები ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, მოწამვლა სოკომ გამოიწვია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

უბდური შემთხვევა რუსთავში – ჩამოშლილ ხარაჩოში მოყოლილი მუშები

რამდენიმე წუთის წინ, რუსთავში ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა. „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ამ წუთებში ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულნი.

ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის ხაშურელი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის ხაშურელი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა არსებული ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდა ფეხით გადაადგილდებოდა რა დროსაც მანქანა დაეჯახა. დაუზუსტებელი ინფორმაციით მძღოლი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, ხაშურის ერთერთ ქუჩაზე მოხდა.

ქობულეთში მეჩეთი დაიწვა

ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში, მეჩეთი დაიწვა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ცეცხლი ლიკვიდირებულია.

მარნეულში 10 წლის გოგონას გატაცება სცადეს 

მარნეულში, სოფელ წერეთელში, სავარაუდოდ, 10 წლის გოგონას გატაცება სცადეს. შსს-ს  განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. მედიით გავრცელებული ცნობით, 10 წლის მოზარდის სავარაუდო გატაცების ფაქტი საჯარო სკოლასთან, 4 დღის წინ მოხდა, როცა გოგონა სკოლიდან შესვენებაზე მაღაზიაში გავიდა. მაღაზიიდან გამოსულს კი უცნობმა მამაკაცმა მანქანა გაუჩერა და ტკბილეულით ცდილობდა გოგონა მოეტყუებინა, თითქოს […]

რუსთავში, დედას და ორ მცირეწლოვან ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

რუსთავში, ფანცულაიას ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი დედას და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ქალი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო- დახმარების ბრიგადამ ისინი კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალს სხეულზე დაჟეჟილობები და ფეხის მოტეხილობა ჰქონდა, შემდგომი გამოკვლევისა და სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ქალი მცირეწლოვან შვილებთან […]