ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კახათში – დაშავებულია ორი ადამიანი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა, შედეგად მანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ორივე მათგანი კონტაქტურია, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
კატეგორია: შემთხვევა
გურჯაანში დაკარგული 89 წლის გურამ საგინაშვილი ტყეში იპოვეს
ოთხდღიანი ძებნის შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მცხოვრები 89 წლის მამაკაცი მაშველებმა ტყეში იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი უკვე სახლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. მათივე ცნობით, მოხუცს ტყეში გზა აებნა და სახლში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა. გურამ საგინაშვილი სახლიდან ოთხი დღის წინ გავიდა და გაუჩინარდა. ოჯახმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა. ძებნის პროცესში პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის […]
ფონიჭალაში 1 წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა
ფონიჭალაში 1 წლამდე ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მეთოთხმეტე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად ჩვილი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. იპნ
“პარაპლანი ამოტრიალდა”- რა შეემთხვა დიზაინერ მაკა კვიციანს
ქართველი დიზაინერს მაკა კვიციანს სვანეთში ინცინდენტი შეემთხვა. როგორც ირკვევა, დიზაინერმა გუშინ პარაპლანით გასეირნება გადაწყვიტა, თუმცა პარაპლანი ამოტრიალდა. „უბრალოდ პარაპლანი ამოტრიალდა, ქარმა წაიღო პარაპლანი, მაგრამ გადავრჩით. მაკას არაფერი არ სჭირს, ყველაფერი კარგად არის“, – ამბობს დიზაინერის და, ბაია კვიციანი. ნიუპოსტი
გურამიშვილზე 3 ადამიანი დაიღუპა – მანქანა ხეს დაეჯახა
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც, 3 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
ანანურთან სატვირთო ავტომობილის მძღოლი სავაჭრო ობიექტებს დაეჯახა, დაღუპულია 2 ადამიანი
ანანურთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევისას სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზის მარჯვენა მხარეს, მიეჯახა სავაჭრო ობიექტებს და გადაბრუნდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია სატვირთო ავტომობილის მძღოლი და სავაჭრო ობიექტში დასაქმებული ქალი. ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, სატვირთო ავტომობილის მძღოლი კი გარდაცვლილი ავტომობილში იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის […]
მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული გოგოს ცხედარი რიონში იპოვეს
სამდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგოს ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „ადგილზე მობილიზებული იყო 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა. საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართული იყო სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით მიმდინარეობდა”, – აცხადებენ უწყებაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე […]
ავარია ვაჟა-ფშაველაზე – 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაიმტვრა ორი მსუბუქი ავტომობილი. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ადმინისტრაციული წესით აღიძრა. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მთავარი
“ვინ იცის, რატომ გადახტა ეს ქალი, ამდენი ნეგატივი უკვე ყელშია!” – გოგონა ბარათაშვილის ხიდიდან გადახტა – ვიდეო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა თბილისში გადაარჩინეს ახალგაზრდა გოგო, რომელიც ბარათაშვილის ხიდიდან გადახტა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ბარათაშვილის ხიდიდან გადახტომას აპირებდა. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ჯგუფები. მდინარე მტკვრიდან, წყალზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ოპერატიული მუშაობის შედეგად, გოგოს წყლიდან […]
საშინელი ავარია ანაკლიაში – მერსედესი ხეს შეეჯახა, 3 ადამიანი დაიღუპა
ავტოავარია ანაკლიაში მსხვერპლით დასრულდა. “კურიერის” ინფორმაციით, გარდაცვლილია “მერსედესის” მარკის ავტომობილში მსხდომი სამი ადამიანი, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან […]










