საშინელი ავარია ანაკლიაში – მერსედესი ხეს შეეჯახა, 3 ადამიანი დაიღუპა

საშინელი ავარია ანაკლიაში - მერსედესი ხეს შეეჯახა, 3 ადამიანი დაიღუპაავტოავარია ანაკლიაში მსხვერპლით დასრულდა. “კურიერის” ინფორმაციით, გარდაცვლილია “მერსედესის” მარკის ავტომობილში მსხდომი სამი ადამიანი, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც სატრანპორტოს საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევა ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე, განმუხურის გადასახვევთან მოხდა.