“ვინ იცის, რატომ გადახტა ეს ქალი, ამდენი ნეგატივი უკვე ყელშია!” – გოგონა ბარათაშვილის ხიდიდან გადახტა – ვიდეო

"ვინ იცის, რატომ გადახტა ეს ქალი, ამდენი ნეგატივი უკვე ყელშია!" - გოგონა ბარათაშვილის ხიდიდან გადახტა - ვიდეოსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა თბილისში გადაარჩინეს ახალგაზრდა გოგო, რომელიც ბარათაშვილის ხიდიდან გადახტა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ბარათაშვილის ხიდიდან გადახტომას აპირებდა.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ჯგუფები.

მდინარე მტკვრიდან, წყალზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ოპერატიული მუშაობის შედეგად, გოგოს წყლიდან უვნებლად ამოიყვანა მალევე მოხერხდა“, – აცხადებენ უწყებაში.

მათი ცნობით, გოგონა თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამბის ამსახველი ვიდეო ჟურნალისტმა შოთა ნოზაძემ გაავრცელა და მას ასეთი ტექსტი მოაყოლა:

“როცა შვებულებაში არ გიშვებენ )))
ბარათაშვილის ხიდიდან ახალგაზრდა ქალი მდინარე მტკვარში გადახტა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
P.S. ქალი უკვე გრილად და კარგადაა 
ხუმრობა იქით იყოს და… ვინ იცის რატომ გადახტა ეს ქალი "ვინ იცის, რატომ გადახტა ეს ქალი, ამდენი ნეგატივი უკვე ყელშია!" - გოგონა ბარათაშვილის ხიდიდან გადახტა - ვიდეო ამდენი ნეგატივი უკვე ყელშია …”