ზუგდიდთან მერსედესი თხრილში ჩავარდა – 2 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდთან მერსედესი თხრილში ჩავარდა - 2 ადამიანი დაშავდაავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კახათში – დაშავებულია ორი ადამიანი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში,  ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.

“მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა, შედეგად მანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ორივე მათგანი კონტაქტურია, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.