ანანურთან სატვირთო ავტომობილის მძღოლი სავაჭრო ობიექტებს დაეჯახა, დაღუპულია 2 ადამიანი

ანანურთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევისას სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზის მარჯვენა მხარეს, მიეჯახა სავაჭრო ობიექტებს და გადაბრუნდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია სატვირთო ავტომობილის მძღოლი და სავაჭრო ობიექტში დასაქმებული ქალი.

ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, სატვირთო ავტომობილის მძღოლი კი გარდაცვლილი ავტომობილში იპოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.