კატეგორია: შემთხვევა

“ვუსიგნალებდი, მაგრამ ვერ გავაგონე” – სამტრედიაში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

სამტრედიაში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. უბედური შემთხვევა 9 აგვისტოს დაახლოებით საღამოს 9 საათზე, სამტრედიის შესასვლელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მატარებლის მემანქანემ ლიანდაგზე მყოფ პირს, ხმოვანი სიგნალით რამდენჯერმე ანიშნა, თუმცა, სავარაუდოდ, მამაკაცმა რეაგირება ვერ მოასწრო. ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ. იპნ

20 წლის გოგონა, რომელსაც სკვერში მანქანა დაეჯახა, მართვით სუნთქვაზეა

8 აგვისტოს თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად დაშავდა 20 წლის გოგონაა. თვითმხილველების ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სკვერში შევარდა, სწორედ ამ დროს დაშავდა ახალგაზრდა. ის რეგიონულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. კლინიკის ცნობით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და დამატებითი კვლევები უტარდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. პრაიმ ტაიმი

ზუგდიდთან მერსედესი თხრილში ჩავარდა – 2 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კახათში – დაშავებულია ორი ადამიანი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში,  ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა, შედეგად მანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ორივე მათგანი კონტაქტურია, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

გურჯაანში დაკარგული 89 წლის გურამ საგინაშვილი ტყეში იპოვეს

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მცხოვრები 89 წლის მამაკაცი მაშველებმა ტყეში იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი უკვე სახლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. მათივე ცნობით, მოხუცს ტყეში გზა აებნა და სახლში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა. გურამ საგინაშვილი სახლიდან ოთხი დღის წინ გავიდა და გაუჩინარდა. ოჯახმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა. ძებნის პროცესში პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის […]

ფონიჭალაში 1 წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა

ფონიჭალაში 1 წლამდე ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მეთოთხმეტე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად ჩვილი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. იპნ

“პარაპლანი ამოტრიალდა”- რა შეემთხვა დიზაინერ მაკა კვიციანს

ქართველი დიზაინერს მაკა კვიციანს სვანეთში ინცინდენტი შეემთხვა. როგორც ირკვევა, დიზაინერმა გუშინ პარაპლანით გასეირნება გადაწყვიტა, თუმცა პარაპლანი ამოტრიალდა. „უბრალოდ პარაპლანი ამოტრიალდა, ქარმა წაიღო პარაპლანი, მაგრამ გადავრჩით. მაკას არაფერი არ სჭირს, ყველაფერი კარგად არის“, – ამბობს დიზაინერის და, ბაია კვიციანი. ნიუპოსტი

გურამიშვილზე 3 ადამიანი დაიღუპა – მანქანა ხეს დაეჯახა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც, 3 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

ანანურთან სატვირთო ავტომობილის მძღოლი სავაჭრო ობიექტებს დაეჯახა, დაღუპულია 2 ადამიანი

ანანურთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევისას სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზის მარჯვენა მხარეს, მიეჯახა სავაჭრო ობიექტებს და გადაბრუნდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია სატვირთო ავტომობილის მძღოლი და სავაჭრო ობიექტში დასაქმებული ქალი. ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, სატვირთო ავტომობილის მძღოლი კი გარდაცვლილი ავტომობილში იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის […]

მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული გოგოს ცხედარი რიონში იპოვეს

სამდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგოს ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „ადგილზე მობილიზებული იყო 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა. საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართული იყო სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით მიმდინარეობდა”, – აცხადებენ უწყებაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე […]

ავარია ვაჟა-ფშაველაზე – 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაიმტვრა ორი მსუბუქი ავტომობილი. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ადმინისტრაციული წესით აღიძრა. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მთავარი