20 წლის გოგონა, რომელსაც სკვერში მანქანა დაეჯახა, მართვით სუნთქვაზეა

20 წლის გოგონა, რომელსაც სკვერში მანქანა დაეჯახა, მართვით სუნთქვაზეა8 აგვისტოს თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად დაშავდა 20 წლის გოგონაა.

თვითმხილველების ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სკვერში შევარდა, სწორედ ამ დროს დაშავდა ახალგაზრდა.

ის რეგიონულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

კლინიკის ცნობით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და დამატებითი კვლევები უტარდება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

პრაიმ ტაიმი