“ვუსიგნალებდი, მაგრამ ვერ გავაგონე” – სამტრედიაში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

"ვუსიგნალებდი, მაგრამ ვერ გავაგონე" - სამტრედიაში მატარებელი მამაკაცს დაეჯახასამტრედიაში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. უბედური შემთხვევა 9 აგვისტოს დაახლოებით საღამოს 9 საათზე, სამტრედიის შესასვლელში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მატარებლის მემანქანემ ლიანდაგზე მყოფ პირს, ხმოვანი სიგნალით რამდენჯერმე ანიშნა, თუმცა, სავარაუდოდ, მამაკაცმა რეაგირება ვერ მოასწრო. ის ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.

იპნ