ქობულეთში მეჩეთი დაიწვა

ქობულეთში მეჩეთი დაიწვაქობულეთში, სოფელ გორგაძეებში, მეჩეთი დაიწვა.

ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ცეცხლი ლიკვიდირებულია.