ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე მსუბუქი ავტომანქანა 69 წლის ქალს დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ დაშავებული ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, ამ წუთებში პაციენტს კვლევები უტარდება. “112-ის ბრიგადის მიერ, ავტოსაგზაო შემთხვევიდან შემოყვანილ იქნა 69 წლის ქალი. ამჟამად იმყოფება მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში და მიმდინარეობს კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სტაბილურია. პაციენტი გონზეა. დანარჩენი კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი,” – განაცხადა […]
კატეგორია: შემთხვევა
გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა
გორში, კომბინატის დასახლებაში მომხდარი ავარიისას ქვეითი დედა-შვილი დაშავდა. დაშავებულები კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. მორიგე ექიმის, ასლან ასლანიშვილის განცხადებით, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ,,ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კლინიკაში შემოყვანილია ახალგაზრდა ქალი და მისი 5 წლის შვილი, ორივე მათგანს აღენიშნება ექსკორაციები, ამ ეტაპზე, სხვა დაზიანებები არ იკვეთება, თუმცა, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, არც ერთი მათგანის […]
ხანძარი მუხიანში – მეხანძრეებმა 3 ბავშვი და 2 სრულწლოვანი გადაარჩინეს
მუხიანის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნულ სართულზე ჩატარებული პრევენციული და სამაშველო ღონისძიებების შედეგად, საცხოვრებელი ბინიდან 3 არასრულწლოვანი და 2 სრულწლოვანი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ინფორმაცია შევიდა, რომ თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნულ სართულზე შეინიშნებოდა ხანძარი. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის […]
ბათუმში მანქანა ამოტრიალდა
ბათუმში მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევა აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. ფაქტის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებული იყო. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დაიწყო გამოძიება. იპნ
გორში მამა კოზმას მანქანა ველოსიპედით მოსიარულე ბავშვს დაეჯახა – ვიდეო
გორში, სამებისა და ბაგრატიონის ქუჩის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 წლის ბავშვი დაშავდა. ატენის ეკლესიის წინამძღვარი მამა კოზმა ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი ველოსიპედით მოსიარულე ბავშვს დაეჯახა. მსუბუქად დაშავებული ბავშვი ექიმებმა გორმედის კლინიკაში გადაიყვანეს. “ბავშვი იქიდან მორბოდა, შეასკდა, ბორდიურს, მამაომ მოუხვია უცბად, რომ არ დაჯახებოდა და გააჩერა მანქანა” – უთხრა ტელეკომპანია დიას ერთ-ერთმა თვითმხილველმა. ექიმ ლევან […]
წერეთელზე მანქანა მოპედს დაეჯახა, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა წერეთლის გამზირზე. ჰიუნდაის მარკის ავტომობილი მოპედს შეეჯახა, რომელსაც არასრულწლოვანი მართვდა. მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმრების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, მოზარდს მსუბუქი დაზიანებები აქვს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. სამართლდამცველები ადგენენ, რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, რის შემდეგაც მიეცემა მომხდარს შესაბამისი კვალიფიკაცია. მთავარი
ძლიერმა ქარმა გორში 5-სართულიან კორპუსს სახურავი გადახადა
“გულის მუშაობა 10 წუთში აღვადგინეთ” – ამაშუკელზე გაზის სადგურზე ექსპერტს დენმა დაარტყა
თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება იყო, კიდევ ერთი ინცინდენტი მოხდა. ექსპერტს, რომელიც ელექტროგაყვანილობის შესამოწმებლად სადგურზე მივიდა, დენმა დაარტყა. დაშავებული მამაკაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მისი მდგომარეობა მძიმეა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე […]
“5 პირს დააცხრა ყვავი. მათ მიიღეს მსუბუქი დაზიანებები” – რა მოხდა კოსტავას ქუჩაზე – ვიდეო
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე რამდენიმე ადამიანს ყვავი დაესხა თავს. ამის შესახებ AMBEBI.GE-ის თვითმხილველმა განუცხადა. მათივე ინფორმაციით, ფრინველის თავდასხმის შედეგად რამდენიმე პირი მსუბუქად დაშავდა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულები “ნიუ ჰოსპიტლსში” გადაიყვანეს. კლინიკაში შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. დაშავებულები კლინიკიდან უკვე გაწერეს. “5 პირს დააცხრა ყვავი. მათ მიიღეს მსუბუქი დაზიანებები. ჩვენს კლინიკაში გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მათი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და […]
“ღამე შევიდა აბაზანაში, იბანავა, თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა” – ახალქალაქში 35 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს
ახალქალაქის რაიონის სოფელ გოკიოში 35 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, მისი სიკვდილის მიზეზი მექანიკური ასფიქსია გახდა. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გარდაცვლილი 1 ივნისს გვიან ღამით იპოვეს. მათი ინფორმაციით, ქალი სოფელში, სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, მას ოჯახი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა. „როგორც ვიცი, ყველა სახლში იყო. ღამე შევიდა აბაზანაში, იბანავა და […]










