გორში მამა კოზმას მანქანა ველოსიპედით მოსიარულე ბავშვს დაეჯახა – ვიდეო

გორში მამა კოზმას მანქანა ველოსიპედით მოსიარულე ბავშვს დაეჯახა - ვიდეოგორში, სამებისა და ბაგრატიონის ქუჩის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 წლის ბავშვი დაშავდა.

ატენის ეკლესიის წინამძღვარი მამა კოზმა ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი ველოსიპედით მოსიარულე ბავშვს დაეჯახა. მსუბუქად დაშავებული ბავშვი ექიმებმა გორმედის კლინიკაში გადაიყვანეს.

“ბავშვი იქიდან მორბოდა, შეასკდა, ბორდიურს, მამაომ მოუხვია უცბად, რომ არ დაჯახებოდა და გააჩერა მანქანა” – უთხრა ტელეკომპანია დიას ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ექიმ ლევან კობახიძის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფეთხე არ ემუქრება. ,,ბავშვს ამბულატორიული დახმარება გაეწია და გაეწერა ბინაზე”, _ თქვა მან.

დია