“ღამე შევიდა აბაზანაში, იბანავა, თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა” – ახალქალაქში 35 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს

"ღამე შევიდა აბაზანაში, იბანავა, თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა" - ახალქალაქში 35 წლის ქალი გარდაცვლილი ნახესახალქალაქის რაიონის სოფელ გოკიოში 35 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, მისი სიკვდილის მიზეზი მექანიკური ასფიქსია გახდა. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

გარდაცვლილი 1 ივნისს გვიან ღამით იპოვეს. მათი ინფორმაციით, ქალი სოფელში, სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, მას ოჯახი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა.

„როგორც ვიცი, ყველა სახლში იყო. ღამე შევიდა აბაზანაში, იბანავა და იქ გარდაიცვალა. ისეთი ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, თვითონაც მეგობრული იყო ყველასთან. ნიჭიერი მასწავლებელი იყო, თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა“, – ამბობს ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი.

გარდაცვლილს სამედიცინო ექსპერტიზა ახალციხეში ჩაუტარდა. როგორც სამცხე–ჯავახეთის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტი დავით მერაბიშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, გარდაცვალების მიზეზების სრული დასკვნა ერთი თვის შმედეგ იქნება ცნობილი: „მექანიკური ასფიქსიაა მარყუჟის გამოყენებით. გამოსაკვლევია, ჯერ დასკვნა ბოლომდე დაწერილი არ არის, ერთი თვის შემდეგ იქნება“.

შსს-ს ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სამხრეთის კარიბჭე