კატეგორია: შემთხვევა

ერევანში საქართველოს ელჩის, გიორგი საგანელიძის, მანქანა გაძარცვეს

ერევანში საქართველოს ელჩის, გიორგი საგანელიძის, მანქანა გაძარცვეს

ერევანში, საქართველოს ელჩის გიორგი საგანელიძის მანქანა გაძარცვეს. სომხური მედიის ცნობით, ინციდენტი 14 დეკემბერს, თუმანიანის ქუჩაზე მოხდა. მედიის ინფორმაციით, ვის ბალანსზე იმყოფება „ძვირად ღირებული მერსედესის მარკის მანქანა“ ჯერ უცნობია. სომხურმა მედიამ ვერ შეძლო სომხეთში საქართველოს საელჩოსთან დაკავშირება. საქმეს სომხეთის შინაგან საქმეთა სამინიტრო იძიებს. იპნ

მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანზე“ ლიანდაგზე მამაკაცი ჩავარდა

მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანზე“ ლიანდაგზე მამაკაცი ჩავარდა

მეტროსადგურ „ვაგზლის მოედნის“ მეორე ხაზზე, მატარებლის ლიანდაგზე მამაკაცი ჩავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, მამაკაცი მგზავრებმა ამოიყვანეს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პირს შემთხვევის შედეგად დაზიანებები არ მიუღია და ის შემთხვევის ადგილიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს. “როგორც ამბობენ, მემანქანისთვის დროულად მოხერხდა მომხდარის შესახებ სიგნალის გადაცემა და მატარებელი გააჩერეს“, – განაცხადა მგზავრმა.

მაშველებმა ლენტეხის მწვერვალზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს

მაშველებმა ლენტეხის მწვერვალზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს

მაშველებმა მწვერვალ აილამაზე 3000 მეტრის სიმაღლეზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებული განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენში სპეციალური ტექნიკით აიყვანეს. “დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებმა აღმოუჩინეს. მამაკაცი კონტაქტურია და ის თბილისში ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. […]

გორში ამობრუნდა მიკროავტობუსი, რომელსაც შშმ პირები გადაჰყავდა

გორში ამობრუნდა მიკროავტობუსი, რომელსაც შშმ პირები გადაჰყავდა

დღეს დილით გორში, ელექტროფიკაციის დასახლებასთან მიკროავტობუსი ყინულზე მოცურდა და ამოტრიალდა. ავარიის დროს მიკროავტობუსში შშმ პირები იმყოფებოდნენ. Qartli.ge-ს ინფორმაციით დაშავებულია ერთი მგზავრი. სავარაუდოდ, ბავშვები მძღოლს დღის ცენტრში გადაჰყავდა.

ავარია ზუგდიდთან – ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა მძიმეა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ზუგდიდის სოფელ ნაცატუში დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუთქვაზე იმყოფება. „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. აღენიშნება თავის ტვინის დიფუზური დაზიანება. იმყოფება კომაში და მართვით სუნთქვაზე“, – ამბობენ საავადმყოფოში. შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით […]

რუსთავში მანქანამ 2 ქვეითი გაიტანა და ბეტონის ჯებირს შეასკდა – 1 ქალი დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც სწრაფად მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირს დაეჯახა. მანამდე კი ორ ქვეითს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრაიმტაიმი

ერთადერთ რუსულ ავიამზიდს ცეცხლი გაუჩნდა- დაშავებულია 6 და დაკარგულია 2 მეზღვაური

ერთადერთ რუსულ ავიამზიდს ცეცხლი გაუჩნდა- დაშავებულია 6 და დაკარგულია 2 მეზღვაური

რუსულ ავიამზიდს, „ადმირალ კუზნეცოვს“ ცეცხლი გაუჩნდა სარემონტო სამუშაოების დროს. გავრცელებული ინფორმაციით 6 ადამიანი დაშავდა, ორი კი დაკარგულად ითვლება. აღნიშნულის შესახებ წერს RUSSIA TODAY. რუსულ ხომალდზე ალი შენიშნეს მაშინ როდესაც ბარენცის ზღვაში, მურმანსკის პორტში იმყოფებოდა დოკზე შეკეთბისთვის. არსებობს მოსაზრება, რომ ცეცხლი საწვავს მოედო. ალი მოედო გემზე 600 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას,- ინფორმაციას საგანგებო სამსახურები ავრცელებენ. მომხდარის შესახებ […]

ახალციხე-ვალეს გზაზე მამაკაცი გარდაიცვალა – სატვირთო გადაბრუნდა და მძღოლს გულის შეტევა მოუვიდა

ახალციხე-ვალეს გზაზე მამაკაცი გარდაიცვალა - სატვირთო გადაბრუნდა და მძღოლს გულის შეტევა მოუვიდა

10 დეკემბერს ახალციხე-ვალეს გზაზე სატვირთო მანქანა გადაბრუნდა, შემთხვევის შედეგად 50 წლამდე კაცი გარდაიცვალა, რომელიც მანქანას მართავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. თვითმხილველების განმარტებით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის […]

მეორე კლასელს ავტომობილი დაეჯახა

მეორე კლასელს ავტომობილი დაეჯახა

გლდანში, 39-ე სკოლასთან, მსუბუქი ავტომობილი სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ინფორმაციას edu.aris.ge-ი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დაზარალებული მეორე კლასის მოსწავლეა და მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. თვითმხილველების განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე სკოლაა განთავსებული, მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე დაფიქსირდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცახდებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დეტალები ზუსტდება.

“მიხეილ მესხზე მოწამლული ქალი კომაში იყო და რამდენიმე საათში გარდაიცვალა”

ქობულეთში მიკროავტობუსი 2 წლის ბავშვს დაეჯახა

თბილისში, მიხეილ მესხის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პირველ სამედიცინო ცენტრში განუცხადეს. „8 დეკემბერს, დილის 10:20 საათზე შემოყვანილი იქნა ქალბატონი, 32 წლის, სავარაუდოდ ნახშირბადის მონოქსიდის ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზით. შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში, გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. ჩატარებული კვლევების შემდეგ, რეანიმაციულ განყოფილებაში […]