მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანზე“ ლიანდაგზე მამაკაცი ჩავარდა

მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანზე“ ლიანდაგზე მამაკაცი ჩავარდამეტროსადგურ „ვაგზლის მოედნის“ მეორე ხაზზე, მატარებლის ლიანდაგზე მამაკაცი ჩავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, მამაკაცი მგზავრებმა ამოიყვანეს.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პირს შემთხვევის შედეგად დაზიანებები არ მიუღია და ის შემთხვევის ადგილიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს.

“როგორც ამბობენ, მემანქანისთვის დროულად მოხერხდა მომხდარის შესახებ სიგნალის გადაცემა და მატარებელი გააჩერეს“, – განაცხადა მგზავრმა.