10 დეკემბერს ახალციხე-ვალეს გზაზე სატვირთო მანქანა გადაბრუნდა, შემთხვევის შედეგად 50 წლამდე კაცი გარდაიცვალა, რომელიც მანქანას მართავდა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. თვითმხილველების განმარტებით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სამხრეთის კარიბჭე