მეორე კლასელს ავტომობილი დაეჯახა

გლდანში, 39-ე სკოლასთან, მსუბუქი ავტომობილი სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ინფორმაციას edu.aris.ge-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაზარალებული მეორე კლასის მოსწავლეა და მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.

თვითმხილველების განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე სკოლაა განთავსებული, მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე დაფიქსირდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცახდებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დეტალები ზუსტდება.