კატეგორია: შემთხვევა

24 წლის ჟანა ჭაფანძე იპოვეს – ის დილის 6 საათზე კლუბ ფენიქსიდან გაუჩინარდა

24 წლის ჟანა ჭაფანძე იპოვეს - ის დილის 6 საათზე კლუბ ფენიქსიდან გაუჩინარდა

24 წლის ჟანა ჭაფანძე იპოვეს. ახალგაზრდა ქალი 8 დეკემბერს, გამთენიისას გაუჩინარდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონა ძველ თბილისში მდებარე ერთ-ერთ კლუბში, “ფენიქსში”, მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. მეგობრები დილის 6 საათზე კლუბიდან ერთად გამოვიდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ჟანა ჭაფანძე მას დაემშვიდობა, მისი კვალი ქრება. როგორც “კურიერს” დაკარგული ქალის ახლობლებმა განუცხადეს, ჟანა ჭაფანძემ ოჯახის წევრებს facebook-ზე გამოსამშვიდობებელი […]

თბილისში 33 წლის ქალი გაზით გაიგუდა, მისი 22 წლის ძმა კი მძიმედ მოიწამლა – რა მოხდა მიხეილ მესხის ქუჩაზე

თბილისში 33 წლის ქალი გაზით გაიგუდა, მისი 22 წლის ძმა კი მძიმედ მოიწამლა - რა მოხდა მიხეილ მესხის ქუჩაზე

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიხეილ მესხის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით 33 წლის გოგო დაიღუპა, მისი 22 წლის ძმა კი მოიწამლა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება. მოწამლული ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, ბინა გაქირავებული იყო. „თბილისი ენერჯიში“ საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ ბინაში სამი ღიაკამერიანი გაზის გამაცხელებელი გამონაბოლქვის გამწოვი მილების გარეშე იყო დამონტაჟებული.  მათივე ცნობით, […]

ზუგდიდის ცენტრში მანქანა დაიწვა

ზუგდიდის ცენტრში მანქანა დაიწვა

ზუგდიდში “ჟიგულის” მარკის ავტომანქნა დაიწვა. “07”-ს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. რუსთავი 2

“ბენზინს ასხამდნენ და აფეთქდა… წინაზე აფეთქდა და თვითონ მეპატრონე დაიწვა” – ფიროსმანზე აფეთქების ახალი დეტალები

"ბენზინს ასხამდნენ და აფეთქდა... წინაზე აფეთქდა და თვითონ მეპატრონე დაიწვა” - ფიროსმანზე აფეთქების ახალი დეტალები

ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ცოტა ხნის წინ აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება მოახერხეს. ადგილზე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში 9 სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული  ბენზინგასამართი სადგური წესების დარღვევით მუშაობდა და პრობლემები ადრეც შეიქმნა, რის გამოც მათ ქალაქის მერიას არაერთხელ მიმართეს. შემთხვევის შედეგად  5 ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები აცხადებენ, დაშავებულთა […]

ქობულეთში ზღვაში თევზსაჭერი გემი ჩაიძირა

ქობულეთში ზღვაში თევზსაჭერი გემი ჩაიძირა

ქობულეთში ზღვაში თევზსაჭერი გემი ჩაიძირა. ქაფშიით დატვირთული გემი ზღავში  ფოთის ნავმისადგომიდან გავიდა. არსებული ინფორმაციით, გემს წინა კორპუსი ჰქონდა დაზიანებული და ტვირთის სიმძიმეს ვერ გაუძლო. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ეკიპაჟის წევრები ახლოს მდებარე სეინერის ეკიპაჟმა გადაარჩინა. ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის თქმით, სეინერზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევა ღამის 3 საათზე მოხდა, გემი ხის მორს დაეჯახა და სწორედ ეს გახდა ჩაძირვის მიზეზი. […]

აფეთქება ბენზინგასამართ სადგურზე – 5 ადამიანი დაშავდა – რა მოხდა ფიროსმანის ქუჩაზე

აფეთქება ბენზინგასამართ სადგურზე - 5 ადამიანი დაშავდა - რა მოხდა ფიროსმანის ქუჩაზე

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის „სენტას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა აფეთქება. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. […]

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ტრაილერი ამობრუნდა – 100 ცხვარი დაიხოცა – ვიდეო

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე  ტრაილერი ამობრუნდა - 100 ცხვარი დაიხოცა - ვიდეო

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, რესტორან მარაბდასთან. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ტრაილერს ცხვრები გადაჰყავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 100-ზე მეტი ცხვარი დაიხოცა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მომხდარის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო. ინფორუსთავი

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე სახლი ჩამოიშალა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე სახლი ჩამოიშალა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი ასრულებს. სამუშაოების დაწყებამდე ადგილობრივები დროებით საცხოვრებლებში გაიყვანეს. შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტები დასკვნას ახლო მომავალში დადებენ.

ავარია ორთაჭალაში – მამაკაცი მანქანაში დაიწვა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

საშინელი ავარია თბილისში, ორთაჭალაში „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილის მძოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტროსადენის ბოძს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახებისას ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მანქანაში 2 ადამიანი იმყოფებოდა, მამაკაცმა ვერ მოახერხა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან თავის დაღწევა.იგი მანქანაში დაიწვა. ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის […]

თბილისში სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“ მაღაზიები დაიწვა

ფეიქრების ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“, რამდენიმე მაღაზიაში ხანძარი იყო. როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დილით მოხდა. დამწავრია 70 კვ.მ ფართი. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.