წინამძღვრიშვილის ქუჩაზე სახლი ჩამოიშალა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე სახლი ჩამოიშალაწინამძღვრიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოიშალა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი ასრულებს.

სამუშაოების დაწყებამდე ადგილობრივები დროებით საცხოვრებლებში გაიყვანეს. შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტები დასკვნას ახლო მომავალში დადებენ.