ავარია ორთაჭალაში – მამაკაცი მანქანაში დაიწვა

ავარია ორთაჭალაში - მამაკაცი მანქანაში დაიწვასაშინელი ავარია თბილისში, ორთაჭალაში „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილის მძოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტროსადენის ბოძს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახებისას ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მანქანაში 2 ადამიანი იმყოფებოდა, მამაკაცმა ვერ მოახერხა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან თავის დაღწევა.იგი მანქანაში დაიწვა. ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, გულისხმობს.