24 წლის ჟანა ჭაფანძე იპოვეს – ის დილის 6 საათზე კლუბ ფენიქსიდან გაუჩინარდა

24 წლის ჟანა ჭაფანძე იპოვეს - ის დილის 6 საათზე კლუბ ფენიქსიდან გაუჩინარდა24 წლის ჟანა ჭაფანძე იპოვეს.

ახალგაზრდა ქალი 8 დეკემბერს, გამთენიისას გაუჩინარდა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონა ძველ თბილისში მდებარე ერთ-ერთ კლუბში, “ფენიქსში”, მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. მეგობრები დილის 6 საათზე კლუბიდან ერთად გამოვიდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ჟანა ჭაფანძე მას დაემშვიდობა, მისი კვალი ქრება.
როგორც “კურიერს” დაკარგული ქალის ახლობლებმა განუცხადეს, ჟანა ჭაფანძემ ოჯახის წევრებს facebook-ზე გამოსამშვიდობებელი წერილიც მისწერა.
ოჯახის წევრებს ეჭვი თვითმკვლელობაზე აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ჟანას ისეთი პრობლემები არ ჰქონია, რაც სუიციდის მოტივი შეიძლება გამხდარიყო.

ძებნაში ჩართული იყო პოლიცია. საქმე  115-ე მუხლით აღიძრა.