კატეგორია: შემთხვევა

ხულოში 7 სახლი დაიწვა

ხულოში 7 სახლი დაიწვა

აჭარაში  ხანძრის შედეგად 7 სახლი დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში მოხდა. დამწვარია 5 დამხმარე ნაგებობაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამედიცინო ბრიგადამ ადგილზე დახმარება ერთ პირს გაუწია. ხანძრის გამომწვევი მიზეზად გაუმართავი ელექტროსადენები სახელდება.

დედოფლისწყაროში მანქანა მოპედს დაეჯახა – 16 წლის მოზარდი დაიღუპა

დედოფლისწყაროში მანქანა მოპედს დაეჯახა - 16 წლის მოზარდი დაიღუპა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ავარიას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოპედს, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, მსუბუქი მანქანა შეეჯახა, მძღოლი ადგილიდან მიიმალა. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, მეორე დაშავებული კი საავადმყოფოში რჩება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლითა მიმდინარეობს. ნიუპოსტი

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა, აქედან 4 მცირეწლოვანია

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა, აქედან 4 მცირეწლოვანია

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა, აქედან 4 მცირეწლოვანია. შემთხვევა ჩოხელის ქუჩაზე მოხდა, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. პაციენტები “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს, “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ქუთაისთან ბათუმი-თბილისის სამგზავრო ავტობუსი დაიწვა

ქუთაისთან ბათუმი-თბილისის სამგზავრო ავტობუსი დაიწვა

ქუთაისის შემოვლით გზაზე, წუხელ გვიან ღამით, კომპანია “მეტროს” ბათუმი-თბილისის სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. შემთხვევის დროს ავტობუსში 50-მდე მგზავრი იმყოფებოდა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ლიკვიდაცია მალე მოხდა. უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, 187-ე მუხლის მეორე ნაწილი დაიწყო. რუსთავი 2

ჩუბინაშვილზე 129 ნომერ სამარშრუტო ტაქსს მანქანა დაეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა

ჩუბინაშვილზე 129 ნომერ სამარშრუტო ტაქსს მანქანა დაეჯახა - 3 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩის კვეთაზე 129 ნომერი სამარშრუტო ტაქსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი, რომლებიც ალადაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილი. ექიმების თქმით, 2 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ნიუპოსტი

დადიანზე ავარიაში ინტერპრესნიუსის თანამშრომელი შორენა ყასუმაშვილი და მისი მეუღლე დაიღუპნენ

დადიანზე ავარიაში ინტერპრესნიუსის თანამშრომელი შორენა ყასუმაშვილი და მისი მეუღლე დაიღუპნენ

თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელია. შორენა ყასუმაშვილი სააგენტოში სტილისტ-კორექტორის პოზიციაზე მუშაობდა. ავარიის შედეგად დაიღუპა მისი მეუღლეც. „ინტერპრესნიუსი“ მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახს სამძიმარს უცხადებს. შეგახსენებთ, რომ თბილისში, დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, გუშინ ღამით მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა ასევე […]

დადიანზე 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 2 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა

დადიანზე 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - 2 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა

ორი ადამიანი გარდაიცვალა და სამი მძიმედ დაშავდა თბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. დაშავებულები ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. რუსთავი 2

უნივერსიტეტის ქუჩაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა – მძღოლი დაიღუპა, მგზავრი დაშავდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი სხეულის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი გარე განათების ბოძს დაეჯახა, რის შედეგად ტრანსპორტი ამოტრიალდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა. ხოლო მისი მგზავრი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების […]

ქედაში ავტობუსი ამოტრიალდა – 15 ადამიანი დაშავდა

ქედაში ავტობუსი ამოტრიალდა - 15 ადამიანი დაშავდა

ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბათუმისა და ქედის კლინიკებში გადაჰყავს. 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბულატორიული დახმარება უტარდება, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს დამატებითი კვლევებისთვის. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტში მოხდა, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და […]

ლილოსთან ავარიაში ქალი და ბავშვი დაიღუპნენ – 5 ადამიანი დაშავდა

ლილოსთან ავარიაში ქალი და ბავშვი დაიღუპნენ - 5 ადამიანი დაშავდა

ლილო-გაჩიანის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთ ავტომანქანაში მსხდომი მცირეწლოვანი ბავშვი და შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალნენ. დაშავებულია 5 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის გაჩიანი-ლილოს მაგისტრალზე მოძრაობა […]