ქედაში ავტობუსი ამოტრიალდა – 15 ადამიანი დაშავდა

ქედაში ავტობუსი ამოტრიალდა - 15 ადამიანი დაშავდაქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბათუმისა და ქედის კლინიკებში გადაჰყავს.

13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბულატორიული დახმარება უტარდება, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს დამატებითი კვლევებისთვის.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტში მოხდა, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ადგილზე სამაშველო სამსახური და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

ქედის მერის ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ავტობუსი ბათუმიდან ქედაში დასაქმებულებს ემსახურება. ავარიის მიზეზი ჯერ  დადგენილი არ არის. მერის თქმით, ავტობუსში 20-მდე მგზავრი იყო.

მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.