უნივერსიტეტის ქუჩაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა – მძღოლი დაიღუპა, მგზავრი დაშავდა

უნივერსიტეტის ქუჩაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა - მძღოლი დაიღუპა, მგზავრი დაშავდათბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი სხეულის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი გარე განათების ბოძს დაეჯახა, რის შედეგად ტრანსპორტი ამოტრიალდა.

მძღოლი ადგილზე დაიღუპა. ხოლო მისი მგზავრი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.