გორის დევნილთა დასახლებაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად მოხუცი მამაკაცი გარდაიცვალა. მასთან მყოფი შვილიშვილის გადარჩენა კი მეზობლებმა შეძლეს. “88 წლამდე კაცი გარდაიცვალა, შვილიშვილიც იყო და გადაარჩინეს, კაცის გამოყვანა კი ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვის შედეგად მოხდა ხანძარი” – ამბობს ადგილობრივი. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.
კატეგორია: შემთხვევა
რუსთავში 62 წლის მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა
ქობულეთში ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო
6 წლის ბავში კორპუსის პირველი სართულიდან გადავარდა
ვარკეთილში, გვიან ღამით კორპუსის პირველი სართულიდან 6 წლის ბავშვი გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი კონტაქტური იყო და ის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაზიანებები არ შეუნიშნავთ, თუმცა, არასრულწლოვანი შეშინებული იყო. როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა სახის დაზიანებები აქვს, ამაზე კლინიკა კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.
თბილისის ზღვაზე მაშველები ირანელი ახალგაზრდის გადარჩენას ცდილობენ
მარნეულში, მდინარე დებედაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო
მარნეულში 17 წლის ახალგაზრდა მდინარე დებედაში დაიხრჩო. შემთხვევა მარნეულის სოფელ აღმამედლოში მოხდა. ელმან გამბაროვი მდინარეში საბანაოდ შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო. მის დასახმარებლად ადგილზე მყოფები წყალში შევიდნენ, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ ტერიტორიაზე ქვის ქარხნებია და სხვადასხვა გათხრები მიმდინარეობს, რის გამოც მდინარეს გარკვეულ ადგილებში სიღრმეები აქვს და სწორედ ერთ-ერთ ასეთ მონაკვეთში ჩავარდა ახალგაზრდა.
სამდღიანი ძებნის შემდეგ 56 წლის მამაკაცი იპოვეს
უმძიმესი ავარია ქუთაისში – დაიღუპა ერთი ადამიანი
მარნეულში ბაზარში 55 წლამდე კაცმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა
მარნეულის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. 55 წლამდე კაცმა მოულოდნელად გონება დაკარგა და წაიქცა. თვითმხილველებმა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ სანამ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი მოვიდოდა, კაცი გარდაიცვალა. წინასწარი ვერსიით, შუახნის კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.