რუსთავში გიურზამ მამაკაცი დაკბინა

რუსთავში გიურზამ მამაკაცი დაკბინარუსთავში, გორის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი გიურზამ დაკბინა – ინფორმაციას ამის შესახებ, “ინფორუსთავი” ავრცელებს.

მამაკაცი ცენტრალურ საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზირებული.

როგორც ქვეწარმავლის მიერ დაკბენილმა მამაკაცმა “ინფო რუსთავთან” საუბარში აღნიშნა, შხამიანმა გველმა მას საცხოვრებელი სახლის ეზოში უკბინა.

ახალგაზრდა მამაკაცს ნაკბენი ხელის არეში, 2 ადგილზე აღენიშნება.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, პაციენტს აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და ამ ეტაპისთვის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ექიმის ინფომრაციით, თუ მამაკაცს ინტოქსიკაციის სიმპტომები გამოუვლინდება, მას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიყვანენ და შესაბამისი დახმარება აღმოუჩნდება.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება თავად გამოიძახა და გველის სახეობის დასადგენად, ქვეწარმავალი კლინიკაში მიიყვანა. ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან სპეციალისტებიც, რომლებმაც დაადასტურეს რომ გველის ეს სახეობა ეს ნამდვილად გიურზაა.