მახათას მთაზე 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა 1 პირი

მახათას მთაზე 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - დაშავდა 1 პირიმახათას მთაზე 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 1 პირი.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.