2 წლის პატარა, რომელმაც გორში მამამ გადაუარა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას თავის არეში მძიე დაზიანებები აღებიშნებოდა.ადგილობრვების თქმით, მამა მანქანის მობრუნებას ცდილობდა, როცა ბავშვი ვერ დაინახა და შემთხვევით გადაუარა.
კატეგორია: შემთხვევა
თუშეთში ავარიაში დაღუპული მამაკაცი კონსტანტინე ღუზურაულია
თუშეთში მე-18 კილომეტრზე მანქანის გადავარდნის შედეგად 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ასევე დაშავდა 40 წლის მამაკაცი. იგი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავში, ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში. მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]
სადგურის მოედანზე სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა
სადგურის მოედანზე სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ გაუჩნდა. სატრანსპორტო საშუალება მგზავრებს ელოდებოდა, როდესაც სავარაუდოდ, ძრავს ცეცხლი მოეკიდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი მძღოლებმა საკუთარი ძალებით მალევე ჩააქრეს, ადგილზე მივიდა სახანძრო-სამაშველო სამსახურიც.
თუშეთში პიკაპი ხევში გადავარდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთის გზაზე – მე-18 კილომეტრზე, გზიდან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ. ახმეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილი ადასტურებს, რომ არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები. „შეტყობინება შემოვიდა, რომ სავარაუდოდ ტურისტების მანქანა არის გადავარდნილი. სავარაუდოდ არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები. რაოდენობა არ ვიცი. პირდაპირ გაემგზავრა მუნიციპალიტეტის მერი და მე დავრჩი ადგილზე,“-ამბობს ალექსანდრე ნასყიდაშვილი „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას. მისი […]
საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა
საბერძნეთში, ათენში, ქართველი ემიგრანტი ნანა სვანიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცის ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ნანა თევდორაშვილი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ ემიგრანტს გული გაუჩერდა. “ნანა ხაშურელი “ჩვენი ნანა ,უწყინარი,მშვიდი ,კეთილი ქალბატონი. ცუდად გახდა და 5 წუთში გული გაუჩერდაო…ვწუხვარ ,ძალიან ვწუხვარ.ეს ძლიერი ქალი,უძლური აღმოჩნდა და დაემორჩილა სიკვდილს.რამდენიმე თვის წინ მეტაქსას საავადმყოფოში შემხვდა ,დილაადრიან თვალცრემლიანი იყო.ერთი თვე ვუვლიდი და ამ […]
32 წლის ნათია სუბელიანს სამზარეულოში გულის შეტევა მოუვიდა – ამ დროს ის სახლში მარტო იყო
რუსთავში, XX მიკრორაიონში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი 32 წლის ნათია სუბელიანია. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ქალი ბინაში მარტო იმყოფებოდა, როდესაც გულის შეტევა დაემართა. ოჯახის ახლობლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მას, სავარაუდოდ, თრომბი განუვითარდა. გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. უეცარი გარდაცვალების ზუსტ მიზეზს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო დაახლოებით 2 კვირაში დაასახელებს. ბინა ჩაკეტილი იყო, რის გამოც ადგილზე მაშველები გამოიძახეს, ახალგაზრდა […]
თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო
თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, გაკვეთილების შემდეგ სამი თანაკლასელი საბანაოდ წავიდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გორთან ბმვ მინივენს შეასკდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 8 დაშავდა
გორი-ერგნეთის საავტომობილო მაგისტრალის ქიწნისის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. თბილისის მიმართულებით მოძრავ მინივენს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ბმვ-ს მარკის ავტომანქანა შეეჯახა. მინივენის მძღოლი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, 5 მგზავრი კი, რომელთა შორის 2 წლის ბავშვიცაა, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს ბმვ-ში მყოფმა პირებმაც. ბმვ-ს ავტომობილის მძღოლი […]
კაჭრეთში ქვესადგურის უფროსს შოთა მთავარაშვილს დენმა დაარტყა და მოკლა
უბედური შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში – სოფელ კაჭრეთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომელი დაიღუპა. 33 წლის შოთა მთავარაშვილს დენმა დაარტყა. ის ქვესადგურის ჯგუფის უფროსი იყო და ფიდერზე აღდგენით სამუშაოებს ატარებდა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით იმ დროს მოხდა, როცა ქარისა და წვიმის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. რუსთავი 2
ბაგებში მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა – 1 ქალი დაშავდა
თბილისში, ბაგებში მეტრაპარკის ტერიტორიის მიმდებარედ მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო ერთმა ქალმა., რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით მომხდარ შემთხვევაზე ძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული (სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია). ნიუპოსტი










