ბაგებში მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა – 1 ქალი დაშავდა

ბაგებში მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა - 1 ქალი დაშავდათბილისში, ბაგებში მეტრაპარკის ტერიტორიის მიმდებარედ მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო ერთმა ქალმა., რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით მომხდარ შემთხვევაზე ძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული (სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).

ნიუპოსტი