გორი-ერგნეთის საავტომობილო მაგისტრალის ქიწნისის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. თბილისის მიმართულებით მოძრავ მინივენს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ბმვ-ს მარკის ავტომანქანა შეეჯახა. მინივენის მძღოლი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, 5 მგზავრი კი, რომელთა შორის 2 წლის ბავშვიცაა, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს ბმვ-ში მყოფმა პირებმაც. ბმვ-ს ავტომობილის მძღოლი […]
კატეგორია: შემთხვევა
კაჭრეთში ქვესადგურის უფროსს შოთა მთავარაშვილს დენმა დაარტყა და მოკლა
უბედური შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში – სოფელ კაჭრეთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომელი დაიღუპა. 33 წლის შოთა მთავარაშვილს დენმა დაარტყა. ის ქვესადგურის ჯგუფის უფროსი იყო და ფიდერზე აღდგენით სამუშაოებს ატარებდა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით იმ დროს მოხდა, როცა ქარისა და წვიმის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. რუსთავი 2
ბაგებში მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა – 1 ქალი დაშავდა
თბილისში, ბაგებში მეტრაპარკის ტერიტორიის მიმდებარედ მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო ერთმა ქალმა., რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით მომხდარ შემთხვევაზე ძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული (სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია). ნიუპოსტი
აღაიანთან მერსედესი გზიდან გადავარდა – 3 ადამიანი დაშავდა
ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე. “ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, სოფელ აღაიანთან “მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებული სამი მგზავრია, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია. დაშავებულები მანქანიდან სასწრაფოს მისვლის შემდეგ ამოიყვანეს. როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ნიუპოსტი
ბელიაშვილზე მოტოციკლი მანქანას დაეჯახა – მოტოციკლისტი მძიმედ დაშავდა
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში არის გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
რუსთავი-თბილისის ავტობანზე მერსედესი მიკროავტობუსს დაეჯახა – 4 ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე. ერთმანეთს მერსედესის მარკის ავტომობილი და დისტრიბუციის მიკროავტობუსი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცონო დახმარების 3 და საპატრულო პოლიციის 4 ეკიპაჟი. დაშავებულები კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორუსთავი
გორში 10 წლის ბავშვი ადუღებულ წყალში ჩავარდა და გარდაიცვალა
სკოლის ბანკეტზე მიმავალი ბმვ კედელს შეეჯახა და ამოტრიალდა – რა მოხდა ზაჰესში
ზაჰესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ბეემვეს“ მარკის ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამოტრიალდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მანქანით მოზარდები სკოლის ბანკეტზე მიდოდნენ. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა სამი ახალგაზრდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2-ე ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის ან ექსპულატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
ავარია მეტრო სარაჯიშვილთან – 2 ადამიანი დაშავდა
თბილისში ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა მეტროსადგურ “სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანას უკნიდან ავტომობილი დაეჯახა, რამაც მის წინ მდგომი მანქანის დაზიანებაც გამოიწვია. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. რუსთავი 2










