თბილისში თავხელიძის ქუჩაზე მდებარე „ევექსიკის” კლინიკიდან ევაკუაცია გამოცხადდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სასამსახურის ინფორმაციით, 112-ში შეტყობინება კლინიკის მედპერსონალისგან შევიდა. მათ შენობის ადმინისტრაციულ ნაწილში, სადაც მხოლოდ ექიმები და სხვა თანამშრომლები იმყოფებოდნენ გაზის სუნი იგრძნეს. ევაკუაცია არ შეხებია პაციენტებს. ადგილზე მივიდა როგორც სამაშველო, ასევე ქიმიური, ბირთვული და რადიაციული საფრთხეების პრევენციის ჯგუფი. სპეციალისტები ამ დროისთვის მუშაობას უკვე ასრულებენ. მათი […]
კატეგორია: შემთხვევა
ზუგდიდის საავადმყოფოში 10 უცხოელი არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 10 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, პაციენტები უცხოელები, სავარუდოდ უკრაინელები არიან. მათ სამედიცინო პერსონალი შესაბამის პროცედურებს უტარებს. დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ინტქოსიკაცია და რა მიზნით იმყოფებიან ისინი საქართველოში.
ბათუმში ორსართულიანი სახლის ნაწილი დაიწვა
ხანძარი ბათუმში – ქალაქის ისტორიულ ნაწილში, კომახიძის ქუჩის პირველ ნომერში, ორსართულიანი სახლის ნაწილი დაიწვა. ძლიერი ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია ორსართულიანი სახლის სახურავის 400 კვადრატული მეტრი ფართი. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა. სახანძრო სამაშველო ბრიგადებმა ხანძრის ლიკვიდირება უკვე შეძლეს. დამწვარ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სახლში 8 ოჯახი […]
უბედური შემთხვევა ქუთაისში – საცხოვრებელი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
რუსთავში მერსედესი აფეთქდა – 3 ადამიანი დაშავდა – ვიდეო
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მოძრაობის დროს “მერსედესის” მარკის ავტომანქანას მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. როგორც “ინფო რუსთავთან” საუბარში თვითმხილველები ყვებიან, მანქანაში 3 ადამიანი, 2 მამაკაცი და 1 ქალი იმყოფებოდა. მძღოლმა სანთებელი აანთო, რის შედეგადაც ავტომობილში დაგროვილმა თხევადმა აირმა იფეთქა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფები დაშავდნენ, მათ მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღეს. ადგილზე გამოძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის […]
16 წლის ნიკა ჯორჯაძე ავარიაში დაიღუპა – “14-15 წლის 4 ახალგაზრდა მოწყდა 200 კმ/სთ-ით… ნიკუშა უკან იჯდა და დაიღუპა”
15 აპრილს ღამით თბილისში მომხდარ ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იჯდა, ხეს შეეჯახა. უკან მჯდომი ერთ-ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. სამი დაშავებული კლინიკაში არიან გადაყვანილი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. გარდაცვლილი ახალგაზრდა 16 წლის ნიკა ჯორჯაძეა. იგი “აგროჰაბის” მარკეტინგის […]
ხობში მერსედესი ჰონდას შეეჯახა – ჰონდას მძღოლი დაიღუპა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ, შედეგად „ჰონდას“ ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. „შემთხვევის ადგილზე მისულებს ერთი მსუბუქი მანქანის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დაგვხვდა. მეორე მძღოლს კი დახმარება ადგილზე გაეწია. სტაციონარში მისი გადაყვანა არ გახდა საჭირო“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრში. შემთხვევის […]
სამგზავრო მატარებელი ხაშურთან მამაკაცს დაეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა
ხაშურთან, ბათუმი-თბილისის მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ, მატარებელი ერთ საათზე მეტია გაჩერებულია. როგორც „ნიუპოსტს“ შსს პრესსამახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-7 წლამდე.
“პანორამა თბილისის” მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა
მტკვარმა 27 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა
მდინარე მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. 27 წლის ახალგაზრდას მაშველები ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ. მან სავარაუდოდ თავი მოიკლა, რადგან არსებობს თვითმხილველი, რომელმაც დაინახა თუ როგორ გადახტა ის მდინარეში. სწორედ აღნიშნულმა თვითმხილველმა შეატყობინა შესაბამის უწყებას მომხდარის შესახებ. ცხედარი გვიან ღამით ექსპერტიზაზე გადაასვენეს. გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ნიუპოსტი










