უბედური შემთხვევა ქუთაისში – საცხოვრებელი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

უბედური შემთხვევა ქუთაისში - საცხოვრებელი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპაუბედური შემთხვევა მოხდა დღეს დილით ქუთაისში. საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან ქალი გადმოვარდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.