რუსთავში მერსედესი აფეთქდა – 3 ადამიანი დაშავდა – ვიდეო

რუსთავში მერსედესი აფეთქდა - 3 ადამიანი დაშავდა - ვიდეორუსთავში, მეგობრობის გამზირზე მოძრაობის დროს “მერსედესის” მარკის ავტომანქანას მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც “ინფო რუსთავთან” საუბარში თვითმხილველები ყვებიან, მანქანაში 3 ადამიანი, 2 მამაკაცი და 1 ქალი იმყოფებოდა. მძღოლმა სანთებელი აანთო, რის შედეგადაც ავტომობილში დაგროვილმა თხევადმა აირმა იფეთქა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფები დაშავდნენ, მათ მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღეს.

ადგილზე გამოძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ, პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში სახის მიდამოში და თავის თმიან ნაწილზე მიღებული მეორე ხარისხის დამწვრობით შიყვანეს. ამ დროისთვის დაშავებულები გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში იმყოფებიან, მათი მდგომარეობა კი საშუალოდ მძიმეა. მკურნალი ექიმის განცხადებით, პაციენტებს შესაბამისი დახმარება გაეწიათ და ამ ეტაპზე დამატებითი კვლევებიც უტარდებათ.