მტკვარმა 27 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა

მდინარე მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. 27 წლის ახალგაზრდას მაშველები ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ. მან სავარაუდოდ თავი მოიკლა, რადგან არსებობს თვითმხილველი, რომელმაც დაინახა თუ როგორ გადახტა ის მდინარეში.

სწორედ აღნიშნულმა თვითმხილველმა შეატყობინა შესაბამის უწყებას მომხდარის შესახებ.

ცხედარი გვიან ღამით ექსპერტიზაზე გადაასვენეს. გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი