კატეგორია: შემთხვევა

“ცეცხლმოკიდებული ადამიანი გამორბოდა და დახმარება ვერ შევძელით” – ავტობანზე დაღუპული გურამ გოგიჩაიშვილია, მორაგბის მამა

ავტობანზე სოფელ შავშვებთან ხანძრის დროს დაღუპული მამაკაცი ოსიაურში მცხოვრები, 50 წლამდე გურამ გოგიჩაშვილია. “ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, გარდაცვლილი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრი და საფრანგეთის ერთ-ერთი კლუბის ლეგიონერის გურამ გოგიჩაიშვილის მამაა. “დავინახეთ ცეცხლმოკიდებული ადამიანი, რომელიც გამორბოდა და დახმარება ვერ შევძელით, 43 ტონა საწვავი ყოფილა… ბურუსში ვერ დავინახეთ, რომ განელდა, მერე დავინახეთ გაგუდული” – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. შემთხვევა […]

გორთან დამწვარ სატვირთოს თურქული ნომრები აქვს – ავტობანზე მოძრაობა აღდგა

ავტობანზე, სადაც ცეცხლი სატვირთო ავტომობილს გაუჩნდა, საავტომობილო მოძრაობა აღდგა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ავტობანზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომობილს თურქული ნომრები აქვს და გარდაცვლილიც სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე არ არის. თუმცა ინფორმაცია მოგვიანებით დაზუსტდება. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და დამცავ ბეტონის ჯებირს დაეჯახა. მანქანა სავარაუდოდ მაზუთით იყო დატვირთული, რომელიც შეჯახების შედეგად დაიღვარა, რის […]

გორთან, ავტობანზე საწვავის გადამზიდი მანქანა დაიწვა – ნაპოვნია ცხედარი – ვიდეო

ავტობანზე, გორთან ხანძარია. ცეცხლი საწვავის გადამზიდ, მისაბმელიან სატვირთო მანქანას გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი. მომხდარის გამო, მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია. ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 5 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ნიუპოსტი https://www.facebook.com/100005390207450/videos/977640579092273/

მგზავრებით სავსე ავტობუსს მუხრუჭმა უმტყუნა – რა მოხდა კრწანისის ქუჩაზე – ვიდეო

ათობით ადამიანი ცოტა ხნის წინ, სიკვდილს შემთხევით გადაურჩა. შემთხვევა კრწანისის ქუჩაზე მოხდა. მგზავრებით სავსე ყვითელი ავტობუსის მძღოლს, მუხრუჭებმა უმტყუნა და იქვე მდებარე ბორცვს დაეჯახა. https://www.facebook.com/tvpirveli/videos/331971704336140/

ზუგდიდში 58 წლის მამაკაცი ჭაში ჩავარდა და გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდში – 58 წლის მამაკაცი ჭაში ჩავარდა და გარდაიცვალა. ადგილზე გამოძახებულმა სამაშველო სამსახურმა მამაკაცი ჭიდან ამოიყვანა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.

“პალატაში იწვა და მოულოდნელად სახურავზე ავიდა” – რუსთავში 16 წლის გოგომ თავის მოკვლა სცადა – ვიდეო

სუიციდის მცდელობა რუსთავში – 16 წლის გოგონაm, რომელიც კლინიკაში მკურნალობას გადიოდა, მოულოდნელად პალატა დატოვა სახურავზე ავიდა და გადმოხტომა დააპირა. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. კლინიკაში იმყოფებოდა გოგონას დაც, სწორედ მას ჰქონდა პირველი კომუნიკაცია არასრულწლოვანთან. მოგვიანებით სახურავზე ავიდნენ კლინიკის დაცვის სამსახურის და პატრულის თანამშრომლები სერგო ნადირაძე და გელა თიბიაშვილი, მათ გადააფიქრებინეს გოგონას […]

ოზურგეთში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში ვერტმფრენი ჩაერთო

ოზურგეთში, დაბა ლაითურთან, შერეული ტიპის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იწვის ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები. ამ დროისთვის,დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი, თუმცა ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის […]

თბილისში არტურ პეტროსიანს ეძებენ

თბილისში 27 წლის მამაკაცს უკვე 6 დღეა ეძებენ. არტურ პეტროსიანი სახლიდან 3 აპრილს გავიდა. ოჯახი ვაზისუბანში ცხოვრობს, დედის განცხადებით ახალგაზრდას ტანთ ეცვა ღია ფერის ჯინსის შარვალი და მუქი ფერის ქურთუკი. პეტროსიანის მეგობარი ფეისბუქში წერს: “სახლიდან გავიდა სამ აპრილს და არ დაბრუნებულა არტურ პეტროსიანი. თუ გაქვთ ინფორმაცია ან დაინახეთ, უმორჩილესად გთხოვთ, შეგვატყობინოთ შემდეგ ნომერზე: 599 644 […]

მაჭახელას ხეობაში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა

მაჭახელას ხეობაში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე სამართლდამცავები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

გორის რაიონში 1 თვის ჩვილი გარდაიცვალა

გორის რაიონში 1 თვის ჩვილი გარდაცვალა. „ნიუპოსტის“ ცნობით, შემთხვევა დღეს დილით, სოფელ სობისში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვს მწვავე ვირუსული ინფექცია ჰქონდა. როგორც “ნიუპოსტს“ შსს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 116 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით, სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.