“ცეცხლმოკიდებული ადამიანი გამორბოდა და დახმარება ვერ შევძელით” – ავტობანზე დაღუპული გურამ გოგიჩაიშვილია, მორაგბის მამა

ავტობანზე სოფელ შავშვებთან ხანძრის დროს დაღუპული მამაკაცი ოსიაურში მცხოვრები, 50 წლამდე გურამ გოგიჩაშვილია.
“ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, გარდაცვლილი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრი და საფრანგეთის ერთ-ერთი კლუბის ლეგიონერის გურამ გოგიჩაიშვილის მამაა.
“დავინახეთ ცეცხლმოკიდებული ადამიანი, რომელიც გამორბოდა და დახმარება ვერ შევძელით, 43 ტონა საწვავი ყოფილა… ბურუსში ვერ დავინახეთ, რომ განელდა, მერე დავინახეთ გაგუდული” – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. საწვავის გადამზი სატვირთო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამარტლის კდოექსის 276-ე მუხლის მეექვსზე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნიუპოსტი