გორთან დამწვარ სატვირთოს თურქული ნომრები აქვს – ავტობანზე მოძრაობა აღდგა

გორთან დამწვარ სატვირთოს თურქული ნომრები აქვს - ავტობანზე მოძრაობა აღდგაავტობანზე, სადაც ცეცხლი სატვირთო ავტომობილს გაუჩნდა, საავტომობილო მოძრაობა აღდგა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ავტობანზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტომობილს თურქული ნომრები აქვს და გარდაცვლილიც სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე არ არის. თუმცა ინფორმაცია მოგვიანებით დაზუსტდება.

ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და დამცავ ბეტონის ჯებირს დაეჯახა. მანქანა სავარაუდოდ მაზუთით იყო დატვირთული, რომელიც შეჯახების შედეგად დაიღვარა, რის გამოც თვითმხილველების თქმით ცეცხლი რამდენიმე მეტრზე გავრცელდა.  ცეცხლს 5 სახანძრო სამაშველო ჯგუფი აქრობდა.

რუსთავი 2