კატეგორია: შემთხვევა

ბათუმში წიგნების მაღაზია „ბიბლუსი“ გაქურდეს

ბათუმში წიგნების მაღაზია „ბიბლუსი“ გაქურდეს

ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე წიგნების მაღაზია “ბიბლუსი” გაქურდეს. ბოროტმოქმედებს წიგნები არ  წაუღიათ. მათ მაღაზიიდან სალაროში არსებული თანხა წაიღეს, რომლის რაოდენობაც ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომელიც არასრულწლოვანია. ბოლო პერიოდში ბათუმში ქურდობის რამდენიმე შემთხვევა სწორედ არასრულწლოვნებს უკავშირდება. გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. „კარს მინა ჰქონდა გატეხილი […]

ჩაქვის გვირაბთან 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 5 ადამიანი დაშავდა

ჩაქვის გვირაბთან 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - 5 ადამიანი დაშავდა

ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ გზაზე, გვირაბთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის დროს 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, ხუთივე მათგანს სხეულის მცირე დაზიანება აღენიშნებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის […]

თელავში მშენებარე კედელი ჩამოინგრა – 3 მუშა დაშავდა

თელავში მშენებარე კედელი ჩამოინგრა - 3 მუშა დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, მშენებარე კედელი ჩამოინგრა და შედეგად 3 მუშა დავაშავდა. სამივე მათგანი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ისინი კონტაქტური არიან. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო და სამედიცინო ეკიპაჟები.

თბილისი-რუსთავის გზაზე მანქანა ბორდიურზე ავარდა – 3 ადამიანი დაშავდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შედარებით, მძიმეა. თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისი-რუსთავის გზაზე მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურზე ავარდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

გორში 19 წლის გოგომ თვითმკვლელობა სცადა

გორში 19 წლის გოგომ თვითმკვლელობა სცადა

გორში 19 წლის გოგომ თვითმკვლელობა სცადა. ,,ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდა გოგო უგონო მდგომარეობაში ოჯახის ახლობლებმა ნახა, წინასწარი ინფორმაციით, მას დიდი ოდენობით მედიკამენტები ჰქონდა მიღებული. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალგაზრდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, გოგო მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, მისი თბილისის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. […]

ბათუმში სასტუმრო ,,მგზავრებში“ ევაკუაცია გამოცხადდა – ვიდეო

ბათუმში სასტუმრო ,,მგზავრებში“ ევაკუაცია გამოცხადდა - ვიდეო

ბათუმში სასტუმრო ,,მგზავრებში“ დაკვამლიანებაა, მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები და სამართალდამცველები,  მიმდინარეობს სტუმრების ევაკუაცია. კლინიკაში არავის გადაუყვანიათ. https://www.facebook.com/bolqvadze.misha/videos/2301932283204774/

ავარია რუსთაველზე – ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

ავარია რუსთაველზე - ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

ავარია თბილისში – რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ელოდებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადას. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. “ნიუპოსტი” დეტალების გადამოწმებას ცდილობს.

“კომპანიას დაქირავებული ჰყავდა ქვეკონტრაქტორი,” – ჭავჭავაძეზე მომუშავე კომპანია „ტრანსმშენი“ განცხადებას ავრცელებს

ჭავჭავაძის #5-ში მიწაში მოყოლილ მუშებს ამ დრომდე ეძებენ

კომპანია „ტრანსმშენი,“ რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა, ადგილზე დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება. „ტრანსმშენის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ მონაკვეთზე სპეციფიკური სამუშაოების გამო ქვეკონტრაქტორი კომპანია დაიქირავეს. მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, უსაფრთხოების ნორმები სწორედ აღნიშნულ კომპანიას უნდა უზრუნველეყო. „ტრანსმშენის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი თანამშრომლები დაქირავებულ კომპანიაში მუშაობდნენ. „კომპანია “ტრანსმშენი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჭავჭავაძის 5-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და განმარტავს […]

მაშველებმა მეორე მუშაც გარდაცვლილი იპოვეს

ჭავჭავაძეზე მიწის ქვეშ მოყოლილ მამაკაცს გეორადარის მეშვეობით ეძებენ

მეხანძრე-მაშველებმა ჭავჭავაძის გამზირზე მიწის მასიდან მეორე მუშის, 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს. სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ ორი ადამიანი მოიყოლა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელიც 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულებულია. ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის […]

ტყიბულთან მანქანა ხეს შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

ჭავჭავაძეზე მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა  - 2 მუშის გადარჩენას ცდილობენ - ვიდეო

ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 55 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, ორი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ტყიბული-ქუთაისის ავტომაგისტრალზე ავტომანქანა ხეს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც დაშავებულები რეანიმობილით ქუთაისში ინტერვენციული დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. გარდაცვლილი მამაკაცი ქუთაისის პროზექტურაში ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაასვენეს. როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე […]