ტყიბულთან მანქანა ხეს შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

ტყიბულთან მანქანა ხეს შეეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდატყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 55 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, ორი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ტყიბული-ქუთაისის ავტომაგისტრალზე ავტომანქანა ხეს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც დაშავებულები რეანიმობილით ქუთაისში ინტერვენციული დახმარების ცენტრში გადაიყვანეს.

გარდაცვლილი მამაკაცი ქუთაისის პროზექტურაში ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაასვენეს. როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე 5 ნაწილით დაიწყო.