ძლიერმა ქარმა ქუთაისში ხეები მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა ქუთაისში ხეები მოგლიჯაქუთაისში ასათიანის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა. წაქცეულია რამდენიმე ხე. მოგლეჯილი ხეები მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა. ქუთაისის მერიის ააიპ სპეციალური სერვისების წარმომადგენლებმა ხეების გატანა დაიწყეს.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ასათიანის ქუჩის გარდა, ქალაქის სხვადასხვა მისამართზე მსგავსი საფრთხეების აღმოფხვრის სამუშაოები მიმდინარეობს.