კატეგორია: შემთხვევა

თბილისში, ვეფხის და მოყმის ძეგლთან, ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა

თბილისში, ვეფხის და მოყმის ძეგლთან, ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა

თბილისში, ვეფხის და მოყმის ძეგლთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

თბილისში ხანძრის ქრობისას დიდი ფული იპოვეს

თბილისში ხანძრის ქრობისას დიდი ფული იპოვეს

თბილისში, ინანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი რაოდენობით თანხა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მეხანძრე-მაშველებმა აღნიშნულის შესახებ ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეატყობინეს. უწყების ცნობით, აღმოჩენილი თანხა მეპატრონეს დაუბრუნდება. ცნობისთვის, ინანიშვილის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად დაიწვა 100 კვ/მ ფართობი. ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. იპნ

თბილისის ცენტრში ხანძარი ლოკალიზებილია , დამწვარია 250 კვ/მ ფართობი – საგანგენო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისის ცენტრში ხანძარი ლოკალიზებილია , დამწვარია 250 კვ/მ ფართობი - საგანგენო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო “გუცას” სხვენში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 250 კვ/მ ფართობი. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგენო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ზუგდიდში ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა

ზუგდიდში ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა

ზუგდიდის ცენტრში ერთი საათის განმავლობაში მოძრაობა პარალიზებული იყო. მიზეზი აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა – რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი გზის პირას მდებარე მაღაზიას დაეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი. ისინი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე აუცილებელია ვიდეოსათვალთვალო კამერები დამონტაჟდეს და მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა.

ქუთაისში და-ძმას მატარებელი დაეჯახა – ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს

ქინძმარაულის ქუჩაზე მატარებელმა ახალგაზრდა მამაკაცი გაიტანა და მოკლა

19 მარტს ქუთაისში სკოლის მოსწავლეე და-ძმას, რომლებიც სკოლიდან სახლში მოკლე გზით ბრუნდებოდნენ, წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახა. დაშავებული ბავშვები ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან მოთავსებული. ისინი კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. როგორც კლინიკაში განმარტავენ, ორივე ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. „მცირეწლოვანი ბავშვები მძიმე მდგომარეობით შემოიყვანეს კლინიკაში. ერთ-ერთ აქვს თავის ტვინის ჰემატობა, ბავშვები მართვით სუნთქვაზე არ არიან. მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა სტაბილურია. […]

რუსთავში მერსედესი მანქანას უკნიდან შეასკდა – ვიდეო

რუსთავში მერსედესი მანქანას უკნიდან შეასკდა - ვიდეო

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავის შემოსასვლელში. “მერსედესის” მარკის, ძვირადღირებული ავტომობილი წინ მიმავალ მანქანას უკნიდან დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ინფორუსთავი

აფეთქება თემქაში – დაშავდა 1 ადამიანი

აფეთქება თემქაში - დაშავდა 1 ადამიანი

თბილისში, თემქის მესამე მ.რ.-ში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა. აფეთქება დახურულ აივანზე ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად ჩამოინგრა აივნის ნაწილი. დაშავებულია 1 ადამიანი. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები. მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ბუნებრივი აირის აფეთქებას ღია ცეცხლი არ […]

ტრაგედია კახეთში – ავარიისას დაშავებული 2 პირი ისევ ავარიაში მოყვა – ორივე დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

დედოფლისწყაროში მსუბუქი ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა ორი პირი, რომელთა საავადმყოფოში გადაყვანა ადგილზე მყოფმა ერთ-ერთის მეგობარმა გადაწყვიტა. საავადმყოფოში გადაყვანისას აღნიშნული პირი ავტომობილს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა, იგი ხეს შეეჯახა და ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევისას დაღუპული არიან 23 და 27 წლის მამაკაცები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება […]

დიდ დიღომში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

დიდ დიღომში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

დიდ დიღომში, ერთ-ერთ საწყობში გაჩენილი სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია, თუმცა საწყობის ტერიტორიაზე დაკვამლიანება კვლავ შეიმჩნევა. დიდ დიღომში, ერთ-ერთ საწყობში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ადგილზე 23 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, არ არსებობს საშიშროება, რომ ხანძარში დანარჩენ ტერიტორიაზე გავრცელდეს. დამწვარია სულ 1800 კვ მეტრის ფართობი. არსებული ინფორმაციით, […]

მეხანძრეებმა დიდ დიღომში ხანძრიდან ლეკვები გამოიყვანეს

მეხანძრეებმა დიდ დიღომში ხანძრიდან ლეკვები გამოიყვანეს

დიდ დიღომში მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს. ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ლეკვებს მეხანძრე-მაშველები სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში წაიყვანენ და უპატრონებენ.