აფეთქება თემქაში – დაშავდა 1 ადამიანი

აფეთქება თემქაში - დაშავდა 1 ადამიანითბილისში, თემქის მესამე მ.რ.-ში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა.

აფეთქება დახურულ აივანზე ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

აფეთქების შედეგად ჩამოინგრა აივნის ნაწილი. დაშავებულია 1 ადამიანი.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები. მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ბუნებრივი აირის აფეთქებას ღია ცეცხლი არ გამოუწვევია.

აფეთქების მიზეზი გაზგამათბობლის ექსპლუატაციის წესების დარღვევა იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლი 1 ნაწილით დაიწყო.

აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის დამწვრობის ცენტრში გადის მკურნალობას.

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის, თქმით, პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება ცენტრში.

„ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 35 წლის მამაკაცი, 112-ის ბრიგადის მიერ იქნა გადმოყვანილი, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კალონკის აფეთქების შედეგად. მისი მდგომარეობა ამ წუთისთვის არის სტაბილური – 12 პროცენტი მეორე-მესამე ხარისხი, დამწვრობა გვაქვს ლოკალიზებული სახეზე და მტევნებზე. რაღაც პერიოდს, ბუნებრივია, რომ დაჰყოფს დამწვრობის ცენტრში იმიტომ, რომ ამ დამწვრობას სერიოზული დრო დასჭირდება შესახორცებლად,“ – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

რუსთავი 2