ქუთაისში და-ძმას მატარებელი დაეჯახა – ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს

ქუთაისში და-ძმას მატარებელი დაეჯახა - ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს19 მარტს ქუთაისში სკოლის მოსწავლეე და-ძმას, რომლებიც სკოლიდან სახლში მოკლე გზით ბრუნდებოდნენ, წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახა.

დაშავებული ბავშვები ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან მოთავსებული. ისინი კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. როგორც კლინიკაში განმარტავენ, ორივე ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„მცირეწლოვანი ბავშვები მძიმე მდგომარეობით შემოიყვანეს კლინიკაში. ერთ-ერთ აქვს თავის ტვინის ჰემატობა, ბავშვები მართვით სუნთქვაზე არ არიან. მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა სტაბილურია. უტარდებათ გამოკვლევები, რის შემდეგაც დაზუსტდება დაჭირდებათ, თუ არა ქირურგიული ჩარევა”, -აცხადებენ კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იპნ