რამდენიმე წუთის წინ თბილისში, თემქაზე ორი ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა. არიან დაშავებულები. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია იმყოფება. სხვა დეტალები ამ წუთებში ზუსტდება. რეზონანსი
კატეგორია: შემთხვევა
ფულის გამოძალვა ჯარში და სერჟანტების წინ სასტიკად ნაცემი წვევამდელი – თავდაცვის სამინისტრო სკანდალში ეხვევა
თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. ჯარისკაცი ირმეუნება, რომ მას სერჟანტების თანდასწრებით ფულს სძალავდნენ. მას შემდეგ კი რაც თანხის მიცემაზე უარი განაცხადა, მას სასტიკად გაუსწორდნენ. მეტიც ახალგაზრდა ამბობს, რომ მისთვის 2 დღის განმავლობაში სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ.ახალგაზრდა მშობლებმა კრწანისის სასწავლო ცემტრიდან დღეს სახლში გადაიყვანეს. დაშავებული აცხადებს, რომ ჯარისკაცებისთვის ფულის გამოძალვა ჩვეული პრაქტიკაა. 19 წლის ქაზიმ […]
რუსთავში ოპელი 6 წლის ბავშვს დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით გზაზე დედა და 6 წლის ბავშვი გადადიოდნენ, როდესაც ბავშვს “ოპელი”-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში “ინფო რუსთავს განუცხადეს რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ხანძარი პრობაციის ეროვნული სააგენტოში – არავის დაშავებულა
9 მარტს საღამოს ყაზბეგის გამზირზე ორი სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ცეცხლი პრობაციის ეროვნული სააგენტოში, მეხუთე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა. ოთახში ამ დროს არავინ იმყოფებოდა. ცეცხლი არ გავრცელებულა და ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი კონდიციონერიდან გაჩნდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. რუსთავი 2
რუსთავის მიკროავტობუსში მგზავრმა გონება დაკარგა და გაშავდა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსში 40 წლამდე მამაკაცი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. გონწასული მამაკაცი გზაზე, ბორდიურზე დასვეს და ეცადნენ მის გონზე მოყვანას თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. თვითმხილველები “ინფო რუსთავთან” აცხადებდნენ, რომ მამაკაცს სავარაუდოდ ნარკოტიკური ნივთიერება ჰქონდა მიღებული, დიდი დოზის გამო გონება დაკარგა და გაშავდა. ტერიტორიაზე სასწრაფო […]
ვაკეში მანქანა გაჩერებაზე შევარდა – დაშავდა 1 ქალი
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავარია მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღსანიშნავია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ზუსტად იმ ადგილას მოხდა, სადაც 2019 წლის იანვარში სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს დაეჯახა. მაშინ 1 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა ადგილზე იმყოფება, სადაც ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. […]
გლდანში გამოძახებაზე მისულ სასწრაფოს ექიმს გარდაცვლილი საკუთარი ძმა, ლევან ბუთხუზი, დახვდა
“პალიტრავიდეოს” ინფორმაციით, გუშინ გლდანში მომხდარ უბედური შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფოს ექიმის გარდაცვლილი ძმა დახვდა. უბედური შემთხვევა გლდანში მესამე მიკრორაიონში მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი პირი. გარდაცვლილი 33 წლის ლევან ბუთხუზია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა […]
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ – რატომ გარდაიცვალა CO-თი მამაკაცი გლდანში
გლდანში CO-თი ერთი ადამიანის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ინფორმაციას ავრცელებს. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აფრთხილებს გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს, სასწრაფოდ ჩახსნან ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლები (ე.წ. კალონკები) და გაზგამათბობლები. ასევე, ნუ გამოიყენებენ კორპუსის სავენტილაციო არხებს საკვამლე მილების დასაერთებლად, რადგან ამით კორპუსში მცხოვრებ სხვა მობინადრეების სიცოცხლეს სპობენ. „წუხელ გლდანის III ა მკრ-ში, აკრძალული ღია წვის კამერიანი […]
გლდანში გაზის გაჟონვის შედეგად 32 წლის მამაკაცი დაიღუპა
გლდანში გაზის გაჟონვის შედეგად 32 წლის მამაკაცი დაიღუპა. კიდევ ერთი მოწამული ახალგაზრდა მამაკაცი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. გაზის გაჟონვა გლდანში, მე-3 “ა” მ/რ-ში, მოხდა, სადაც ახალგაზრდები ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ. არსებული ინფორმაციით, გაზის მილი ცენტრალურ სავენტილაციო სისტემას იყო მიერთებული, რის გამოც გაზმა ქვედა ორ სართულზეც გაჟონა, სადაც კიდევ 2 ადამიანი მოიწამლა. 112-ში დახმარებისთვის სწორედ […]
რუსთავში 45 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა და მოკლა
რუსთავში, 45 წლის მამაკაცი ქუჩაში გარდაიცვალა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, მამაკაცი, მესხიშვილის ქუჩაზე, სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც მას დენმა დაარტყა, რაც სავარაუდოდ მისი დაღუპვის მიზეზი გახდა. “სასწრაფომ უკვე შემოიყვანა გვამი, შუახნის მამაკაცი, პაციენტს მიღებული აქვს ელექტროტრავმა, ელექტროშოკით, რამაც გამოიწვია სიკვდილი, სავარაუდოდ პაციენტი ადგილზე იყო გარდაცვლილი, მაგრამ ფორსმაჟორული სიტუაციის გამო შემოყვანილი იქნება ჩვენს კლინიკაში”, – განაცხადა “ინფო […]










