რუსთავის მიკროავტობუსში მგზავრმა გონება დაკარგა და გაშავდა

რუსთავის მიკროავტობუსში მგზავრმა გონება დაკარგა და გაშავდარუსთავში, მეგობრობის გამზირზე მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსში 40 წლამდე მამაკაცი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

გონწასული მამაკაცი გზაზე, ბორდიურზე დასვეს და ეცადნენ მის გონზე მოყვანას თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს.

თვითმხილველები “ინფო რუსთავთან” აცხადებდნენ, რომ მამაკაცს სავარაუდოდ ნარკოტიკური ნივთიერება ჰქონდა მიღებული, დიდი დოზის გამო გონება დაკარგა და გაშავდა.

ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟთან ერთად ასევე მივიდა საპატრულო პოლიცია.

პაციენტს ექიმებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება, გონზე მოსვლის შემდეგ კი მან საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “მამაკაცი მგზავრობის დროს შეუძლოდ გახდა, მას სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”.