გლდანში CO-თი ერთი ადამიანის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ინფორმაციას ავრცელებს. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აფრთხილებს გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს, სასწრაფოდ ჩახსნან ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლები (ე.წ. კალონკები) და გაზგამათბობლები. ასევე, ნუ გამოიყენებენ კორპუსის სავენტილაციო არხებს საკვამლე მილების დასაერთებლად, რადგან ამით კორპუსში მცხოვრებ სხვა მობინადრეების სიცოცხლეს სპობენ. „წუხელ გლდანის III ა მკრ-ში, აკრძალული ღია წვის კამერიანი […]
კატეგორია: შემთხვევა
გლდანში გაზის გაჟონვის შედეგად 32 წლის მამაკაცი დაიღუპა
გლდანში გაზის გაჟონვის შედეგად 32 წლის მამაკაცი დაიღუპა. კიდევ ერთი მოწამული ახალგაზრდა მამაკაცი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. გაზის გაჟონვა გლდანში, მე-3 “ა” მ/რ-ში, მოხდა, სადაც ახალგაზრდები ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ. არსებული ინფორმაციით, გაზის მილი ცენტრალურ სავენტილაციო სისტემას იყო მიერთებული, რის გამოც გაზმა ქვედა ორ სართულზეც გაჟონა, სადაც კიდევ 2 ადამიანი მოიწამლა. 112-ში დახმარებისთვის სწორედ […]
რუსთავში 45 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა და მოკლა
რუსთავში, 45 წლის მამაკაცი ქუჩაში გარდაიცვალა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, მამაკაცი, მესხიშვილის ქუჩაზე, სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც მას დენმა დაარტყა, რაც სავარაუდოდ მისი დაღუპვის მიზეზი გახდა. “სასწრაფომ უკვე შემოიყვანა გვამი, შუახნის მამაკაცი, პაციენტს მიღებული აქვს ელექტროტრავმა, ელექტროშოკით, რამაც გამოიწვია სიკვდილი, სავარაუდოდ პაციენტი ადგილზე იყო გარდაცვლილი, მაგრამ ფორსმაჟორული სიტუაციის გამო შემოყვანილი იქნება ჩვენს კლინიკაში”, – განაცხადა “ინფო […]
რაჭაში ზვავი ჩამოწვა – ალყაში მოქცეული მგზავრები ტრაქტორს ან ნიჩბებს ითხოვენ
რამდენიმე წუთის წინ რაჭაში, ნაქერალას უღელტეხილზე, ხარისთვალასთან, ზვავი ჩამოწვა. ზვავმა მგზავრები ალყაში მოაქცია და მათ გზის გაგრძელებისთვის ტრაქტორი სჭირდებათ. ხელისუფლება ტრაქტორის გამოგზავნას შეპირდა. მის მოსვლამდე კი მგზავრები ნიჩბებს ითხოვენ, ”ჩვენ თვითონ გავწმენდთ გზას” – ამბობენ ისინი, – ბოლო ბოლო მუჭებით გადავყრით”. მანქანის მძღოლს ნიჩაბი აღმოაჩნდა და მგზავრები ცდილობენ, დაღამებამდე თვითონ გაწმინდონ.თუმცა საშიშია, რადგან სხვა ადგილებიდანაც […]
გორში ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი მოიწამლა
თბილისში 2 წლის ნინა ჩაკეტილი მანქანიდან მაშველებმა ამოიყვანეს
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ავტომანაქანაში 2 წლის გოგონა ჩაიკეტა. მშობლები მის გამოყვანას ვერ ახერხებდნენ, რისთვისაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. როგორც „პრაიმთაიმს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, მეხანძრე- მაშველები ადგილზე მალევე მივიდნენ და 2 წლის ნინა უვნებლად გამოიყვანეს.
წავკისი-თბილისის გზაზე გიორგი თათარაშვილი, გაგა ლაშქარაშვილი და გიორგი იაშაღაშვილი დაიღუპნენ
წავკისი-თბილისის გზაზე მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად დაღუპული არიან 18, 20 და 23 წლის ბიჭები. გავრცელებული ინფორმაციით, საჭეს 18 წლის ახალგაზრდა მართვის მოწმობის გარეშე და არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ამოტრიალდა. მგზავრები კი მანქანიდან გადმოცვივდნენ.მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. გარდაცვლილები არიან გიორგი თათარაშვილი, გაგა ლაშქარაშვილი და გიორგი იაშაღაშვილი. […]
ქუთაისში ბმვ კორპუსს შეეჯახა
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი, ბმვ-ს მარკის ავტომობილი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას შეეჯახა, ამის შემდეგ კი მოცურდა და გაჩერების რკინის კონსტრუქციასა და კორპუსს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.
თენგიზ ნაზღაიძესთან ერთად მისი დედა, შორენა ქალდანიც დაიღუპა
ზუგდიდი-ჯვარის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე თენგიზ ნაზღაიძე და მისი დედა, შორენა ქალდანი. ორი ადამიანი კი მძიმე მდგომარეობით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედა-შვილი სვანეთში დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. მასალაში გამოყენებულია […]
აბაშაში მიკროავტობუსი მანქანას დაეჯახა – 10 ადამიანი დაშავდა – ვიდეო
აბაშაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. შს სამინისტროს ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. იმედინიუსი










