რამდენიმე წუთის წინ რაჭაში, ნაქერალას უღელტეხილზე, ხარისთვალასთან, ზვავი ჩამოწვა. ზვავმა მგზავრები ალყაში მოაქცია და მათ გზის გაგრძელებისთვის ტრაქტორი სჭირდებათ. ხელისუფლება ტრაქტორის გამოგზავნას შეპირდა. მის მოსვლამდე კი მგზავრები ნიჩბებს ითხოვენ, ”ჩვენ თვითონ გავწმენდთ გზას” – ამბობენ ისინი, – ბოლო ბოლო მუჭებით გადავყრით”. მანქანის მძღოლს ნიჩაბი აღმოაჩნდა და მგზავრები ცდილობენ, დაღამებამდე თვითონ გაწმინდონ.თუმცა საშიშია, რადგან სხვა ადგილებიდანაც […]
კატეგორია: შემთხვევა
გორში ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი მოიწამლა
თბილისში 2 წლის ნინა ჩაკეტილი მანქანიდან მაშველებმა ამოიყვანეს
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ავტომანაქანაში 2 წლის გოგონა ჩაიკეტა. მშობლები მის გამოყვანას ვერ ახერხებდნენ, რისთვისაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. როგორც „პრაიმთაიმს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, მეხანძრე- მაშველები ადგილზე მალევე მივიდნენ და 2 წლის ნინა უვნებლად გამოიყვანეს.
წავკისი-თბილისის გზაზე გიორგი თათარაშვილი, გაგა ლაშქარაშვილი და გიორგი იაშაღაშვილი დაიღუპნენ
წავკისი-თბილისის გზაზე მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად დაღუპული არიან 18, 20 და 23 წლის ბიჭები. გავრცელებული ინფორმაციით, საჭეს 18 წლის ახალგაზრდა მართვის მოწმობის გარეშე და არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ამოტრიალდა. მგზავრები კი მანქანიდან გადმოცვივდნენ.მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. გარდაცვლილები არიან გიორგი თათარაშვილი, გაგა ლაშქარაშვილი და გიორგი იაშაღაშვილი. […]
ქუთაისში ბმვ კორპუსს შეეჯახა
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი, ბმვ-ს მარკის ავტომობილი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას შეეჯახა, ამის შემდეგ კი მოცურდა და გაჩერების რკინის კონსტრუქციასა და კორპუსს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.
თენგიზ ნაზღაიძესთან ერთად მისი დედა, შორენა ქალდანიც დაიღუპა
ზუგდიდი-ჯვარის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე თენგიზ ნაზღაიძე და მისი დედა, შორენა ქალდანი. ორი ადამიანი კი მძიმე მდგომარეობით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედა-შვილი სვანეთში დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. მასალაში გამოყენებულია […]
აბაშაში მიკროავტობუსი მანქანას დაეჯახა – 10 ადამიანი დაშავდა – ვიდეო
აბაშაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. შს სამინისტროს ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. იმედინიუსი
ავარია თბილისში – ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა
სოხუმში ქალმა ბავშვი გააჩინა და ბაზრის ტუალეტში დატოვა – პოლიციას ბავშვი გარდაცვლილი დახვდა
რამდენიმე კვირის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის ბაზრის ტუალეტში ახალშობილი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. ბაზრის თანამშრომლების თქმით, ტუალეტის კაბინაში შესული ქალი დიდი ხანი გარეთ არ გამოდიოდა, კითხვაზე ცუდად ხომ არ იყო, ქალი პასუხობდა რომ მუცლის ტკივილი აწუხებდა. საკმაო ხნის შემდეგ ქალი ტუალეტიდან გამოვიდა და სახელს ხელებით იფარავდა, ბაზრის თანამშრომლებმა სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა, რატო იყო […]
თიანეთში პოლიციელ ლერი მათურელს მანქანა დაეჯახა და მოკლა – მანქანას ნასვამი მძღოლი მართავდა
საზარელი ავარია თიანეთში – შემთხვევის შედეგად, 35 წლის პოლიციელი, ლერი მათურელი გარდაიცვალა. შემთხვევა ხევსურეთსოფელში იმ დროს მოხდა, როდესაც მათურელი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და გზად გაჩერებულ ავტომობილს ამოწმებდა. ამ დროს ახალგაზრდა პოლიციელს დიდი სისწრაფით მომავალი ავტომობილი დაეჯახა, სამართალდამცავი ადგილზე გარდაიცვალა. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, მძღოლი საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ის ადგილზე დააკავეს. დანაშაული 6-იდან 9 წლამდე ვადით თავისუფლების […]










