სოხუმში ქალმა ბავშვი გააჩინა და ბაზრის ტუალეტში დატოვა – პოლიციას ბავშვი გარდაცვლილი დახვდა

სოხუმში ქალმა ბავშვი გააჩინა და ბაზრის ტუალეტში დატოვა - პოლიციას ბავშვი გარდაცვლილი დახვდარამდენიმე კვირის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის ბაზრის ტუალეტში ახალშობილი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. ბაზრის თანამშრომლების თქმით, ტუალეტის კაბინაში შესული ქალი დიდი ხანი გარეთ არ გამოდიოდა, კითხვაზე ცუდად ხომ არ იყო, ქალი პასუხობდა რომ მუცლის ტკივილი აწუხებდა. საკმაო ხნის შემდეგ ქალი ტუალეტიდან გამოვიდა და სახელს ხელებით იფარავდა, ბაზრის თანამშრომლებმა სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა, რატო იყო ცუდად, ამასთან დაკავშირებით ის ექიმების შეკითხვებს პასუხს არ სცემდა.

სასწრაფო დახმარების წასვლის შემდეგ ტუალეტში სისხლის კვალი აღმოაჩინეს, ბაზრის თანამშრომლები თავდაპირველად ვერ მიხვდნენ, რა მოხდა, მოგვიანებით ადგილზე მოსულმა სამართალდამცავებმა ურნაში ცელოფანში გახვეული ახალშობილის გვამი აღმოაჩინეს.

შემთხვევა 1 თებერვალს მოხდა, საქმეზე გამოძიება დედის მიერ ახალშობილის მკვლელობის მუხლით დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა ექსპერტიზის შედეგები, რომლის მიხედვიტაც, გაჩენისას სრულ ვადაზე დაბადებული და სიცოცხლისუნარიანი იყო.