ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში მეწყერი ჩამოწვა. „რიონჰესის“ დასახლებაში რამდენიმე ხე წაიქცა და საავტომობილო გზა ჩახერგა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ასევე ელექტროენერგიის სადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა. სპეციალური ტექნიკით გზის გახსნა მალევე მოხერხდა. სტიქიის ზონაში ღამე სპეციალურმა ტექნიკამ იმუშავა, რომლის საშუალებით ჩახერგილი გზა გაწმინდა. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ „სოკარ ჯორჯია გაზის“ ჯგუფები, რომლებიც ბუნებრივი აირის დაზიანებულ მილებს აღადგენენ. […]
კატეგორია: შემთხვევა
თბილისში ავტომობილი მაღაზიაში შევარდა
კორცხელში 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 10 ადამიანი დაშავდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. მათგან რვა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. როგორც “ინტერპრესნიუსს” ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა, დაშავებულები გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში არიან მოთავსებული და შესაბამისი კვლევები უტარდებათ. მისივე ინფორმაციით, დაშავებულებს მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აქვთ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]
სანზონაში 2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა
სანზონაში 2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა. შემთხვევა წუხელ, სადმელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაქირავებულ კერძო სახლში მოხდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, კომპანიის სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ სახლში კუსტარულად დამონტაჟებულ, აკრძალულ ღია კამერიან წყალგამაცხელებელს იყენებდნენ. „სახლის დათვალიერების დროს გაირკვა, რომ კერძო სახლში მეპატრონე ოთახებს აქირავებს, სადაც ასევე კუსტარულად დამონტაჟებული რამდენიმე ღია კამერიანი წყალგამაცხელებელია. უსაფრთხოების მიზნით კერძო სახლში მცხოვრებთ გაზის მიწოდება […]
ქუთაისში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა – მძღოლი დაიღუპა, ქვეითი გადარჩა
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა. შემთხვევა 15 თებერვალს, გვიან მოხდა. თვითმხილველების თქმით, მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. ქვეითი დაშავდა, ხოლო მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ინტერპრესნიუსი
მამათში სიძე-პატარძალს ქორწილის ღამეს საწოლი მოპარეს
ქურდობა მამათში – სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა. როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი, ქურდობა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში. ქორწილის დღეს მასპინძელი ოჯახი ისე გაქურდეს, რომ რესტორნიდან უკან დაბრუნებულ სიძე -პატარძალს არც საწოლი დახვდათ და არც ქვეშაგები. შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. მამათელმა ახალგაზრდა კაცმა ცოლად ძიმითელი ქალი ითხოვა და ფაქტობრივად ორი სოფელი ლანჩხუთში, ერთ-ერთ […]
შარტავაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა
შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. 40 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. „კურიერის“-ის ინფორმაციით, მამაკაცი ლიფტის შახტში ჩავარდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
„უმძიმესი პაციენტი იყო” – ბაკურიანში ავარიისას დაშავებული 30 წლის ქალი გარდაიცვალა
რვადღიანი მკურნალობის მიუხედავად, ბაკურიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 30 წლის ქალი, “გორმედის“ ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. „უმძიმესი პაციენტი იყო, სტაციონარში შემოყვანის წუთიდან ბოლომდე მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო“, – გვითხრეს “გორმედის” ცენტრალურ საავადმყოფოში. შეგახსენებთ, რომ შვიდ თებერვალს, ბაკურიანში „მიცუბიშის“ მარკის მანქანა ქვეითად მოსიარულე ორ ქალს, ცხრა აპრილის ქუჩაზე დაეჯახა. მეორე დაშავებული მკურნალობას თბილისის ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადის. მომხდარზე […]
გურჯაანის მერის მოადგილის კაბინეტი დაიწვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ხანძრის შედეგად მერის მოადგილის კაბინეტი დაიწვა. ცეცხლი სამსახურში მისულმა დამლაგებელმა შენიშნა, რის შემდეგაც ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს. დაზიანდა ინვენტარი, ლეპტოპი, ტელევიზორი და ოთახში არსებული საკანცელარიო მასალა. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება. გურჯაანის მერიაში ხანძრის გამო სამუშაო პროცესი არ შეჩერებულა. რუსთავი 2









